ძირითადი პირობები:

1 იყენებთ რა წინამდებარე ვებსაიტს, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით მოცემულ პირობების. თუ თქვენ სრულად არ მიიღებთ მათ, თქვენი ამ საიტზე შესვლის უფლება განიხილება არაავტორიზებულად და თქვენ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ მისი გამოყენება

  1. თქვენ უნდა იყოთ მინიმუმ 13 წლის ან უფროსი, რათა შეძლოთ ამ საიტით სარგებლობა.
  2. თქვენ უნდა გამოიყენოთ იგივე სახელი, რომელსაც იყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
  3. თქვენ უნდა მოგვაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია თქვენს შესახებ.
  4. თქვენ უნდა შექმნათ მხოლოდ ერთი ანგარიში (საკუთარი) და გამოიყენეთ იგი თქვენი პირადი მიზნებისთვის.
  5. თქვენ არ უნდა გაუზიაროთ თქვენი პაროლი და არ უნდა მისცეთ თქვენს BAE.GE-ს ანგარიშზე წვდომის უფლება სხვებს, თქვენ არ უნდა გადასცეთ თქვენი ანგარიში ვინმე სხვას (ჩვენი ნებართვის გარეშე).
  6. თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი ანგარიშის დაცვაზე.
  7. თქვენ ხართ პასუხისმგებელი ნებისმიერ აქტივობაზე, რომელიც თქვენი მომხმარებლის სახელით ხდება.
  8. თქვენ არ უნდა იყოთ გამოიყენოთ თქვენი ანგარიში ბოროტად, არ უნდა მიაყენოთ შეურაცხყოფა, დაემუქროთ ან დააშინოთ სხვა მომხმარებლები.
  9. მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენს ქმედებაზე და მონაცემებზე, ტექსტებზე, ინფორმაციაზე, მომხმარებლის სახელზე, გრაფიკაზე, ფოტოებზე, პროფილებზე, აუდიო და ვიდეო კლიპებზე, ბმულებზე ("მასალა"), რომელსაც თქვენ ატვირთავთ, დაპოსტავთ და აჩვენებთ საიტზე

    მასალა, რომელიც წარმოდგენილია მომსახურებისას

    ჩვენ გვსურს, რომ ადამიანებმა გამოიყენონ BAE.GE ანგარიში, რათა გამოხატონ საკუთარი თავი და გააზიარონ ისეთი მასალები, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ არ გვსურს, რომ ეს მოხდეს სხვების უსაფრთხოების, კეთილდღეობის ან ჩვენი მომხმარებლების მთლიანობის ხარჯზე.

    თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენს მიერ მომსახურების გამოყენებასა და ნებისმიერ მასალაზე, რომელსაც თქვენ შექმნითი, ამასტან მათ  შესაბამისობაზე კანონებთან, წესებთან და რეგულაციებთან. თქვენ უნდა გააზიაროთ მხოლოდ ის ინფორმაცია და მასალა, რომლის  გაზიარებაც გსურთ სხვებისთვის.

    ნებისმიერი მომსახურება ან დამოკიდებულება ან მომსახურების საშუალებებით დაპოსტილი  ან მოპოვებული მასალები  თქვენი საკუთარი რისკზეა. ჩვენ მხარს არ ვუჭერთ, არ წარმოვადგენთ და არ ვიძლევით გარანტიას ნებისმიერი მასალის, მომსახურების საშუალებებით გამოხატული კომუნიკაციების ან აზრების სრულყოფილებაზე, სიმართლეზე, სიზუსტეზე, ან სანდოობაზე.

    თქვენ გესმით, რომ მომსახურების სერვისების გამოყენებით შეიძლება შეხვდეთ ისეთ მასალას, რომელიც შეიძლება იყოს შეურაცხმყოფელი, საზიანო, არაზუსტი, სხვაგვარად შეუსაბამო ან ზოგიერთ შემთხვევაში, პოსტებს, რომლებიც შეცდომაში შემყვანია. ყველა არსებულ მასალაზე  პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდდამხოლოდ იმ პირს, რომელმაც იგი შექმნა. ჩვენ არ შეგვიძლია მონიტორინგი ან კონტროლი გავუწიოთ მომსახურების საშუალებებით შექმნილ მასალებს  და ავიღოთ პასუხისმგებლობა მათზე.

    ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ წავშალოთ მასალა, რომელიც არღვევს ამ პირობებს, მათ შორის, მაგალითად, საავტორო ან სასაქონლო ნიშანზე არსებულ უფლებებს, რომელიც  გართობის ან თაღლითობის მიზნით სხვა პირის სახელითაა შექმნილი, რომელიც ახდენს უკანონო ქმედებებს, ან ავიწროვებს სხვებს.

    თქვენი უფლებები და ნებართვები, რომლებსაც ჩვენ გვანიჭებთ

    თქვენ გაქვთ უფლებები მასალაზე, რომელსაც თქვენ ქმნით და აზიარებთ  BAE.GE საიტზე, და არცერთი წარმოდგენილი პირობა არ გართმევთ ამ უფლებებს. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს თავისუფლად გაუზიაროთ თქვენი მასალა ვინმეს.

    ჩვენი მომსახურების მოსაწოდებლად, ჩვენ თქვენგან გვჭირდება გარკვეული სამართლებრივი ნებართვები, რათა გამოვიყენოთ თქვენი მასალა. 

    მომსახურების საშუალებების გამოყენება

    1. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევცვალოთ ან შევწყვიტოთ BAE.GE საიტის სერვისი ნებისმიერი მიზეზით, ნებისმიერ დროს გაფრთხილების გარეშე.
    2. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევცვალოთ ეს პირობები ნებისმიერ დროს. თუ აღნიშნული გამოიწვევს პირობებში არსებით ცვლილებას, ჩვენ შეგატყობინებთ ელფოსტის მეშვეობით. რა იწვევს "არსებითი ცვლილებას" განისაზღვრება ჩვენი შეხედულებისამებრ, კეთილსინდისიერად და გონივრული განსჯით. განახლებული პირობების ამოქმედების შემდგომ, ისინი გახდებიან თქვენთვის სავალდებულო, თუ თქვენ გააგრძელებთ ჩვენი პროდუქტებით სარგებლობას. იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენ კვლავაც გააგრძელებთ ჩვენი პროდუქტებით სარგებლობას, მაგრამ თუ არ ეთანხმებით ჩვენს განახლებულ პირობებს და აღარ გსურთ იყოთ ჩვენი მომხმარებელი, შეგიძლიათ წაშალოთ თქვენი ანგარიში ნებისმიერ დროს.
    3. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, უარი განვუცხადოთ მომსახურებაზე ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზეზით ნებისმიერ პიროვნებას.
    4. ჩვენ შეგვიძლია, მაგრამ არ გვაქვს ვალდებულება, წავშალოთ მასალა და ანგარიშები, რომლებიც ჩვენი შეხედულებით არის უკანონო, შეურაცხმყოფელი, მუქარის, ცილისმწამებლური, უხამსი ან სხვაგვარად შეურაცხმყოფელი ხასიათის ან არღვევს რომელიმე მხარის ინტელექტუალური საკუთრების უფლებას ან წინამდებარე წესებს.
    5. ჩვენ ასევე ვიტოვებთ უფლებას ვიქონიოთ წვდომა, წავიკითხოთ, შევინახოთ, და გავამჟღავნოთ ნებისმიერი ინფორმაცია, რაც გონივრულად გვჯერა, რომ აუცილებელია იმისათვის, რომ (i) დააკმაყოფილოს ნებისმიერი კანონი, რეგულაცია, სამართლებრივი პროცესი ან სამთავრობო მოთხოვნა, (ii) აღასრულოს პირობები, მათ შორის პოტენციური დარღვევის გამოსაძიებლად (iii) მოხდეს თაღლითობის, უსაფრთხოების ან ტექნიკური საკითხების გამოვლენა, თავიდან აცილება ან სხვაგვარი რეაგირება, (iv) უპასუხოს მომხმარებელთა მოთხოვნებს, ან (v) დაიცვას BAE.GE საიტის, მისი მომხმარებლებისა და საზოგადოების უფლებები, ქონება ან უსაფრთხოება. BAE.GE არ გაუმჟღავნებს მესამე პირებს პიროვნების მაიდინტიფიცირებელ ინფორმაციას, გარდა ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
    6. BAE.GE საიტის მომსახურება იძლევა საშუალებას გამოაქვეყნოთ სურათები და ტექსტი BAE.GE საიტზე განთავსებულ ვებგვერდებზე. ეს მიღებულია (წახალისებულიც კია!). თუმცა, გვერდებმა სხვა საიტებზე, რომლებიც აჩვენებენ BAE.GE საიტზე განთავსებულ მონაცემებს, უნდა უზრუნველყონ ბმული უკან BAE.GE საიტზე. (??)

    ოგადი პირობები

    • 1. ეს პირობები არის შეთანხმება თქვენსა და ჩვენს შორის? (chven mxares romeli iuridiuli piri warmoadgens ??)
    • 2. ჩვენ ვცდილობთ, უზრუნველყოთ მკაფიო წესები ისე, რომ შევზღუდოთ ან იმედი ვიქონიოთ, რომ ავირიდოთ თქვენსა და ჩვენს შორის დავა. თუ დავა წარმოშვა, უნცა იცოდეთ, რომ საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს წინამდებარე წესებს და ნებისმიერ დავას, რომელიც წარმოიშობა ამ წესებთან ან RAVISHEN საიტის პროდუქტებთან დაკავშირებით.
    • 3. თუ ამ წესებიდან რომელიმე აღმოჩნდება ძალადაკარგული, დანარჩენი ნაწილი სრულად დარჩება ძალაში. ჩვენი მხრიდან წინამდებარე წესებიდან გამომდინარე ნებისმიერი უფლების ან პირობის განუხორციელებლობა არ ჩაითვლება ამგვარ უფლებაზე ან პირობაზე უარის თქმად.
    • 4. თქვენ, ჩვენი თანხმობის გარეშე, წინამდებარე წესებიდან გამომდინარე არცერთ უფლებას ან ვალდებულებას არ მიანიჭებთ სხვას.
    • 5. ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ თქვენს რჩევებს და შემოთავაზებებს ჩვენი პროდუქციისა და მომსახურების შესახებ. მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ისინი რაიმე შეზღუდვის ან თქვენს მიმართ კომპენსაციის ვალდებულების გარეშე, და ჩვენ არ ვართ ვალდებულნი ისინი შევინახოთ კონფიდენციალურად.
    • 6. ჩვენ ვიტოვებთ ყველა უფლებას, რომელიც ნათლად არ არის მონიჭებული თქვენზე.

     

    1. თქვენ არ უნდა შეცვალოთ, მოახდინოთ ადაპტირება, გატეხოთ ეს საიტი ან შეცვალოთ სხვა ვებსაიტი, იმგვარად, რომ მოტყუებით გულისხმობდეთ, თითქოს სხვა საიტი ასოცირდება ჩვენს საიტთან.
    2. თქვენ არ უნდა შექმნათ ან გაუგზავნოთ არასასურველი ელფოსტა საიტის რომელიმე წევრს ("სპამი").
    3. თქვენ არ უნდა გაავრცელოთ ვირუსები ან დესტრუქციული ხასიათის კოდები.
    4. ამ საიტის გამოყენების ფარგლებში თქვენ არ უნდა დაარღვიოთ რაიმე კანონი (მათ შორის (მაგრამ არ შემოიფარგლება) საავტორო უფლებების შესახებ კანონი).

     

    ამ წესების დარღვევა გამოიწვევს თქვენი BAE.GE ანგარიშის შეწყვეტას. მიუხედავად იმისა, რომ BAE.GE კრძალავს ამ პირობების საწინააღმდეგო  ქმედებას ან მასალის არსებობას თავის საიტზე, თქვენ გესმით და ეთანხმებით, რომ BAE.GE არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი თავის ვებგვერდზე განთავსებული ანგარიშებისთვის და თქვენ შეიძლება შეხვდეთ ამგვარ მასალას. თქვენ იყენებთ BAE.GE სერვისს თქვენი საკუთარი რისკითა და პასუხისმგებლობით.